თიბისის კამპუსი – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა სტუდენტებისთვის

თიბისიმ, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, სტუდენტებისთვის ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისი კამპუსი დააარსა, სადაც სწავლის სურვილი 6 ათასზე მეტმა სტუდენტმა დააფიქსირა.

თიბისი კამპუსი ეს არის ბიზნესის მიმართულებით, სრულად დაფინანსებულ, ონლაინ სასწავლო კურსები, რომლებიც განკუთვნილია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის.

კამპუსის პირველი ნაკადზე, მთელი საქართველოდან, 6037 სტუდენტი დარეგისტრირდა. საბოლოოდ, ორ-ეტაპიანი, კონკურსის შემდეგ კი 310 სტუდენტი შეირჩა.

სამი თვის განმავლობაში სტუდენტებს თიბისის გუნდის და სფეროს სხვა სპეციალისტები სრულიად უფასოდ შეასწავლიან: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა ანალიზს, გრაფიკული დიზაინს, UI/UX დიზაინ, მეწარმეობის და ბიზნესის დაგეგმარებას, სარეკლამო კონტენტის შექმნას, ციფრულ მარკეტინგს და საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – SEO.

თიბისი კამპუსში გავლილი კურსები სტუდენტებს საბაზისო ცოდნას მისცემს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის. თიბისი კამპუსის ბიზნეს კურსების პარტნიორია „კოლაბი“. R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები