ანდრიუს კუბილიუსი თავდაცვის საკითხებში პირველი ევროკომისარი გახდა

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისრად დაამტკიცეს,- ინფორმაციას ევროპის სახალხო პარტია ავრცელებს, რომლის წევრიც ლიეტუველი ევროპარლამენტარია.

კუბილიუსი 3 საათის განმავლობაში ევროპარლამენტის პროფილურ კომიტეტებში კანონმდებლებს ესაუბრებოდა და მათ თავდაცვასთან დაკავშირებით თავის ხედვა წარუდგინა. ძირითადი აქცენტი რუსეთზე გაკეთდა და მასზე, როგორც საფრთხეზე ისაუბრა.

კუბილიუსმა კომიტეტებზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ევროკავშირმა უნდა განავითაროს თავისი სამხედრო მრეწველობა და NATO-სთან ძალისხმევების კოორდინაცია უნდა მოახდინოს. კუბილიუსის განცხადებით, თავდაცვაზე უფრო მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს.

ევროკომისიაში ამ თანამდებობის შექმნის ინიციატივით მანამდე პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა. მიზეზად რუსეთის უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა დასახელდა. ამიტომ ანდრიუს კუბილიუსი პირველი ევროკომისარია თავდაცვის საკითხებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები