ბოკუჩავა – ხაზარაძის განცხადებაზე: დიდ უსამართლობად მიმაჩნია პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმარ სააკაშვილად მოხსენიება

“დიდ უსამართლობად მიმაჩნია პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმარ სააკაშვილად მოხსენიება, სასამართლოზე მისი სიტყვით გამოსვლის უფლება – კი პრივილეგიად მაშინ, როდესაც ის სწორედ იმ სასამართლოს მიერაა დატყვევებული, რომელიც მიტაცებულ არჩევნებს ივანიშვილს უფორმებს, რომელმაც მეხუთე პრეზიდენტს იმპიჩმენტი მოუწყო და რომელსაც არაერთი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერისთვის გამოუტანია პოლიტიკური განაჩენი”, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავა მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს: “სააკაშვილს აქვს საშუალება, საათ-ნახევარი ისაუბროს ყველა თემაზე და თურმე მე არ მაქვს უფლება, სასამართლოში ვისაუბრო ისეთ თემებზე, რომლებიც ქვეყანას აწუხებს“.

“ოპოზიციაში ბზარების გაჩენა დღეს ივანიშვილის უპირველესი ამოცანაა, რადგან იცის, რომ ერთიანი ოპოზიციის პირობებში მიტაცებული არჩევნები ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია საქართველოს მოქალაქეების წინაშე, რომელთაც ივანიშვილმა არჩევანი მოჰპარა და რომლებიც ჩვენგან ერთიანი ძალებით გამარჯვების დაბრუნებას ელიან, ყველაზე მეტად ამ ერთობას გავუფრთხილდეთ”, – წერს ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები