ზვიად ძიძიგური: ქალბატონი სალომე არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი

ქალბატონი სალომე არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. არასოდეს ის თავისი ქვეყნის, თვითმყოფადობის წინააღმდეგ არ წავა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა ხობში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
“ქალბატონი სალომე არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. არასოდეს ის თავისი ქვეყნის, თვითმყოფადობის წინააღმდეგ არ წავა. პირიქით, იქნება ხმალამოღებული და მე ვიცი, როგორია ხმალამოღებული სალომე ზურაბიშვილი. ეს ბევრმა ჩემმა თანამებრძოლმა იცის აქ. ის არასოდეს პრინციპს არ ღალატობს და სადაც სალომეა, იქითა მხარეს უნდა გეგულებოდეს, რომ კლდეა და დაცული ხარ ბოლომდე. ამიტომაც ეშინიათ ზოგიერთებს. მე მინდა წარმატებები ვუსურვო მას და ყველას მოგიწოდოთ, რომ 28 ოქტომბერს გადავდოთ ჩვენი საქმეები, მივიდეთ საარჩევნო უბნებზე, ხმა მივცეთ სალომე ზურაბიშვილს. ეს არის განვითარებისკენ ნაბიჯის გადადგმა!”, -განაცხადა ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები