2021 წლიდან 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, 19 000 პირი ჰყავს შსს-ს ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული, აქედან, დაახლოებით 1 000 პირი ნარკოგამსაღებელია, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი თქმით, ერთი მხრივ, სახელმწიფო უნდა ებრძოლოს ნარკოგასაღებას, ამავე დროს უნდა შემცირდეს იმ
ადამიანების რიცხვი, ვინც მოიხმარს ნარკოტიკს.
„2021 წლიდან 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით, 19 000 პირი ჰყავს შსს-ს ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული, აქედან, დაახლოებით 1 000 პირი ნარკოგამსაღებელია. მარტივად, ციფრებს რომ შევხედოთ, საკმაოდ შთამბეჭდავია ეს ციფრები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთია, როდესაც ნარკოგასაღებას ებრძვის სახელმწიფო, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც არსებობს მოთხოვნა ნარკოტიკებზე, ბუნებრივია, გარკვეულ შემთხვევებში ჩნდება ის კერები, საიდანაც ხდება მიწოდება. ამიტომ, ერთის მხრივ, სახელმწიფო უნდა ებრძოლოს ნარკოგასაღებას, ამავე დროს უნდა შემცირდეს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მოიხმარს ნარკოტიკს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.