გედევან ფოფხაძე: მომხრე ვარ რადიკალიზაციის, უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება

მომხრე ვარ რადიკალიზაციის. უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება, – ამის შესახებ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ვერანაირი ნაბიჯი ვერ უნდა გადადგას.

„მე მგონია, რომ ეს ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ. 26 მაისს მე პირადად მომხრე ვარ რადიკალიზაციის. ვიკრიბებით? რატომ ვიშლებით? თუ ვართ მართლა ის რაოდენობა, რომ ამ ხელისუფლებას თავზარი დავცეთ, რატომ ვიშლებით? რატომ ვამბობთ, რომ არაფერი დავარღვიოთო?! არც არაფერს ვარღვევთ, ჩვენ ვიკრიბებით და ვიშლებით იმიტომ, რომ ვიღლებით იქ დგომით?“ მე მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება, ხელისუფლების პარალიზება, მათ ვერანაირი ნაბიჯი ვერ უნდა გადადგან და ის უნდა დარჩეს ქართველი ხალხის პირისპირ. უნდა პირდაპირ მოვთხოვოთ, რომ ან შენ ახლა ნიშნავ ახალ არჩევნებს და უშვებ პოლიტპატიმრებს ციხიდან, ან ეს არ დამთავრდება. რა არ უნდა დამთავრდეს, ეს იქ ადგილზეა მოსალაპარაკებელი“, – აღნიშნა ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები