შალვა ნათელაშვილი: ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, სასამართლო სისტემაში რევოლუციური ცვლილებები მოხდება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი, გამარჯვების შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს გაუქმებას და სასამართლო სისტემის რეფორმას გეგმავს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ქვედა დონის მოსამართლეებს ხალხი აირჩევს.
“ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, სასამართლო სისტემაში მოხდება რევოლუციური ცვლილებები. გაუქმდება მაფიოზურ ორგანოდ გადაქცეული იუსტიციის საბჭო. ქვედა დონის მოსამართლეებს აირჩევს ხალხი. უშუალოდ უზენაესი და ზედა ინსტანციის მოსამართლეებს შემოვიყვანთ უცხოეთიდან”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები