“არ დავუშვებთ თქვენს მობრუნებას” – რას წერს ნინი ქარსელაძე პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტის შესახებ პროკურატურის განცხადებას მომღერალი ნინი ქარსელაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ხალხი “ნაცმოძრაობის” დაბრუნებას არ დაუშვებს.
„ჩემთვის ეს თემა ძალიან მძიმეა, ძლივს მოვისმინე ბოლომდე… ამ ყველაფრის მერე კიდევ, რომ ბედავენ და ცდილობენ ხალხის გადებილებას!!! იხტუნავეთ და დადგით სპექტაკლები, მაინც არ გიშველით!!!! იქნებ, შეუშვათ ტვინში, რომ ვერ მობრუნდებით, ვერა!!! არ დავუშვებთ მაგას!!!
P.S. აი, თქვენი ნამდვილი სახე, აღარ გიშველით უცოდველის როლის მორგება, არა!
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
შალვა თადუმაძე Respect“, – წერს ნინი ქარსელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები