“რამდენიმე ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის მფარველობისთვის, ქრთამის სახით თითოეულ პირუტყვზე 200 აშშ დოლარის გადახდა შესთავაზა” – საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, საქართველოს სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის მიმართულებით რამდენიმე ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის მფარველობისთვის, ქრთამის სახით თითოეულ პირუტყვზე 200 აშშ დოლარის გადახდა შესთავაზა.

“გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა „მაკაროვის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლ იარაღს და 13 ვაზნას”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები