გიორგი ჩაფიძე: 18-ვე ოჯახი, რომელიც შედგება არასრულწლოვანი ბავშვებისგან და მოხუცებისგან დღესვე იქნება გადაყვანილი შესაბამის საცხოვრებლებში, დაკმაყოფილებული და გადახდილი იქნება ქირა

18-ვე ოჯახი, რომელიც შედგება არასრულწლოვანი ბავშვებისგან და მოხუცებისგან დღესვე იქნება გადაყვანილი შესაბამის საცხოვრებლებში, დაკმაყოფილებული და გადახდილი იქნება ქირა, – ამის შესახებ „ბლექ სი ფროფერთისის“ წარმომადგენელმა, გიორგი ჩაფიძემ განაცხადა.

„სხვა ადამიანებთან შესაძლებელია გაგრძელდეს მოლაპარაკება, უბრალოდ მათი მხრიდან არის მოთხოვნილი ისეთი კვადრატულობა და ფართები, რომელიც ჩვენი მხრიდან ფიზიკურად ვერ დაკმაყოფილდება“, – აღნიშნა ჩაფიძემ.

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე უკანონოდ მცხოვრები პირების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობდა.

შენობა ავარიულია და მე-4 კატეგორიას მიეკუთვნება. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, დაზიანებულია მზიდი კედლები და აუცილებელია მისი დემონტაჟი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები