“გრძელდება აღსრულების იძულებითი ღონისძიება; ამ დროისთვის, უმეტეს მათგანთან მიღწეულ იქნა მოლაპარაკება და მათი ნივთების გადატანა მოხდა მათ მიერ მითითებულ მისამართზე” – აღსრულების პოლიციის წარმომადგენელი
აღსრულების პოლიციის წარმომადგენელი, ჯემალ ზურაშვილი აცხადებს, რომ ვარკეთილში, სადაც გამოსახლების პროცესის დაწყების გამო ხმაური და დაპირისპირება იყო, მოსახლეობის დიდ ნაწილთან მოლაპარაკება უკვე მიღწეულია.
“გრძელდება აღსრულების იძულებითი ღონისძიება. ამ დროისთვის, უმეტეს მათგანთან მიღწეულ იქნა მოლაპარაკება და მათი ნივთების გადატანა მოხდა მათ მიერ მითითებულ მისამართზე. რაც შეეხება ერთეულ შემთხვევებს – მიმდინარეობს უძრავი ქონების დაცლა და ასევე, შესაბამისი უწყებების მიერ მათ მიერ მოთხოვნილი დახმარებების საკითხის განხილვა. ჯერ არ დასრულებულა პროცესი და იმედი გვაქვს, დღის ბოლომდე თითოეულ მათგანს გაეწევა შესაბამისი დახმარება,” – განაცხადა ჯემალ ზურაშვილმა.
ვარკეთილში ნაგებობების დემონტაჟის დაწყებას, სადაც ოჯახები არ ცხოვრობდნენ, ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
პოლიციამ ტერიტორიიდან რამდენიმე მოქალაქე გაიყვანა.