რევაზი მჭედლიშვილი ახალგაზრდებს შორის MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რევაზ მჭედლიშვილმა(57 კგ).
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რევაზ მჭედლიშვილმა 4 მებრძოლი დაამარცხა და ნახევარფინალი ფინელ რიკარდ კალიონიემისთან დათმო.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ ეტაპზე სამი მედალია, ოქრო შიო გენჯაძემ ( 40 კგ) ვერცხლის მედალი კი შაკო მესხმა (44 კგ) მოიპოვა.
ქართველი მებრძოლები ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.