ვასილ გამეზარდაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონია
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძიუდოისტმა ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ) ფინალური შეხვედრა სერბ ველიჩკო ვარმიჩიჩთან დათმო.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე ოლიმპიადაზე ეს საქართველოსთვის მესამე მედალია. ბრინჯაოს მედლები საბა ბოლქვაძემ (-50 კგ) და ვახტანგ ჭიაბერაშვილმა (-60 კგ) მოიპოვეს.
21-იდან 26 ივლისის ჩათვლით ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 15 სახეობის ასპარეზობებში მონაწილეობას მიიღებს 49 ქვეყნის 3000-ზე მეტი 14-18 წლის სპორტსმენი. საქართველოდან სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკვონდო, სპორტული ტანვარჯიში) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.
ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.