პიტერ სიიარტო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია – “ომში მყოფი ქვეყანა თავად შემოიტანს ომს ევროკავშირში”

უკრაინა ევროკავშირში არ უნდა მიიღონ, რადგან სავარაუდოდ, უკრაინა რუსეთთან ომის გამო მას დაასუსტებს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

სიიარტომ დაადასტურა, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი ევროკავშირს მხოლოდ ომს მოუტანს. მისი თქმით, არავის სურს ასეთი სცენარი და უკრაინის ამჟამინდელი მდგომარეობა, სავარაუდოდ, მხოლოდ ბლოკს დაასუსტებს.

„უკრაინა ნამდვილად არ გააძლიერებს ევროკავშირს — პირიქით. ომში მყოფი ქვეყანა თავად შემოიტანს ომს ევროკავშირში, რაც ჩვენ არ გვინდა. უკრაინის ამჟამინდელი მდგომარეობა საკმაოდ დაასუსტებს ევროკავშირს“, – თქვა მან.

გარდა ამისა, სიიარტომ უკრაინის მხარდასაჭერად მილიარდობით ევროს გამოყოფას „უსამართლო“ უწოდა. მისი თქმით, უნგრეთის გადასახადის გადამხდელთა ფული კიევის დახმარებაზე არ უნდა დაიხარჯოს.

მედიის ცნობით, უნგრეთი ამჟამად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყებას ბლოკავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები