ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი თუ კრიზისს ეძახის იმას, რომ ორ თვეში უფლებამოსილების ვადა გასდის, მაშინ შეგვიძლია, ვისაუბროთ კრიზისზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დღეს გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, კრიზისზე საუბარი სუბიექტური მოსაზრებებითაა ნაკარნახევი.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტს აქვს თავისი სუბიექტური პოზიციები, სუბიექტური ინტერესები და ამ ინტერესებით ხელმძღვანელობს
„პრეზიდენტი საუბრობდა დღეს კრიზისზე, თუ კრიზისს ეძახის იმას, რომ ორ თვეში გადის თავისი უფლებამოსილების ვადა, მაშინ შეგვიძლია, ვისაუბროთ კრიზისზე. თუმცა კრიზისზე საუბარი არის ნამდვილად სუბიექტური მოსაზრებებით ნაკარნახევი. ვიცით, რომ მას აქვს თავისი სუბიექტური პოზიციები, სუბიექტური ინტერესები და ხელმძღვანელობს ამ სუბიექტური ინტერესებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები