თბილისის ზოოპარკში პონი დაიბადა
თბილისის ზოოპარკში შოტლანდიური პონი დედა გახდა. როგორც „კვირას“ ზოოპარკის ადმინისტრაციაში განუცხადეს, კვიცი ხუთშაბათს დაიბადა და მისთვის სახელი არ შეურჩევიათ.
„ზოოპარკში მატებაა, ჩვენი შოტლანდიური პონი დედა გახდა და ლამაზი, ჯანმრთელი კვიცი გააჩინა. კვიცი საშუალო ზომის ძაღლის სიმაღლისაა. დედა კარგად უვლის, აჭმევს და იცავს პატარას. მასთან ერთად ახალშობილზე „მეზობლის ქალი“, ამავე ვოლიერში მცხოვრები პრჟევალსკის ცხენიც ზრუნავს, მათ ახლოს ტრიალებს და მამრი ცხენებისა და აზავერებისგან იცავს. ახალშობილი დედის რძით იკვებება “, – აცხადებენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში.