ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ეუთო/ოდირის წინააღმდეგი არ ვართ, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ოდირის დასკვნა ისევ ნაგვის ყუთში არ გადააგდონ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა

ეუთო/ოდირის მისიას ვუთხარით, რომ თუ ისინი შეეცდებიან დაარწმუნონ თავისივე საერთაშორისო საზოგადოება, (საუბარი მაქვს ევროკავშირის ქვეყნებზე) რომ მათი ანგარიში ყველასთვის იქნება მისაღები და შემდეგ არ დაიწყებენ ამ ანგარიშის დამახინჯებას, მაშინ ჩვენთვის ოდირის მისიის მოწვევას აზრი ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მოწვევის შესახებ განაცხადა.

„კარგია, თუ ოდირის ხელმძღვანელობა ამ მოცემულობას განიხილავს ევროკავშირთან და იმ ევროპარლამენტარებთან, რომლებიც დღენიადაგ ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ოდირის წინააღმდეგი არ ვართ, პირიქით – ოდირთან ყოველთვის კარგად ვთანამშრომლობდით. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ოდირის დასკვნა ისევ ნაგვის ყუთში არ გადააგდონ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები