Reuters: ტრამპი ბაიდენის გზას გაჰყვება და უკრაინას იარაღს გაუგზავნის

მეორე ვადის განმავლობაში პირველად, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს პრეზიდენტის უფლებამოსილებების (PDA) გამოყენებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ უკრაინის დაცვის მიმართ ახალ ინტერესზე მიუთითებს. ტრამპის გუნდი განსაზღვრავს, ამერიკული მარაგებიდან რომელი იარაღის გაგზავნა შეიძლება უკრაინაში ამ პროგრამის ფარგლებში.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, იარაღის საერთო ღირებულება შესაძლოა დაახლოებით 300 მილიონი დოლარი იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები