ნიკოლოზ სამხარაძე – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს რეზოლუცია არის „ნაცმოძრაობის“ და მათი მფარველი პოლიტიკური ჯგუფების მოლაპარაკების შედეგი
ეს რეზოლუცია არის „ნაცმოძრაობის“ და მათი მფარველი პოლიტიკური ჯგუფების მოლაპარაკების შედეგი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ამ შემთხვევაში ჩანს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ევროპაში არ სურთ, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მასში მიიღონ მონაწილეობა. თუ წინა რეზოლუციაში საუბარი იყო იმაზე, რომ კარგი იქნება რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა, ახლა ნათელია, რომ ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.
ნათლად ჩანს ის, რომ ქართულ ოპოზიციას ერთადერთი იმედი დარჩენილი აქვს სწორედ მისი უცხოელი მეგობრების თუ პარტნიორების, რადგან ქართულ საზოგადოებასთან მისასვლელი პირი მათ უკვე დიდი ხანია დაკარგეს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.