ისრაელის თავდაცვის მინისტრი: საჭიროების შემთხვევაში, ისრაელი ირანზე დარტყმებს კიდევ უფრო დიდი ძალით განაახლებს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანს დაემუქრა და განაცხადა, რომ „თეირანიდან თუ მუქარა იქნება, ისრაელი კვლავ დაარტყამს ირანს“.
„ისრაელის საჰაერო ძალების პილოტების კურსის დამთავრების ცერემონია პირდაპირი გზავნილია დიქტატორ [ალი] ხამენეის და ირანში მყოფი აიათოლების ბანდისადმი: ისრაელის გრძელი ხელი თქვენამდე მოაღწევს თეირანში, თავრიზში, ისპაჰანში და ყველგან, საიდანაც ისრაელის დაშინებას და ზიანის მიყენებას შეეცდებით. არ არსებობს ადგილი, სადაც შეგიძლიათ დაიმალოთ. თუ დაბრუნება დაგვჭირდება, კიდევ უფრო დიდი ძალით დავბრუნდებით“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.