ირანში შეიარაღებულმა პირებმა ქვეყნის უსაფრთხოების წარმომადგენლები გაიტაცეს

ირანში, შეიარაღებულმა პირებმა ქვეყნის უსაფრთხოების წარმომადგენლები გაიტაცეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, გატაცებულია 14 ძალოვანი.
სააგენტოს ინფორმაციით, გატაცება დღეს დილით მოხდა, გატაცებულებს შორის იყვნენ: 7 პოლიციელი, 5 მესაზღვრე და ორი სამხედრო ისლამური რევოლუციის კორპუსის დაცვიდან.
როგორც სააგენტო იუწყება, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებინ ირანში ტერორისტულ დაჯგუფებად ცნობილი ორგანიზაციის წევრებმა გაიტაცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები