“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, პარლამენტი კანონიერადაც და მორალურადაც გამართულად მოქმედებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
“თუ გარე დამკვირვებლის პოზიციიდან ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ ლეგიტიმაცია პარლამენტს მიენიჭება იმისდა მიხედვით, თუ რას იტყვის ოპოზიცია. ანუ, ნებისმიერი მხარე, რომელიც დარჩება უმცირესობაში, არ შედის პარლამენტში და აქედან გამომდინარე, ინიშნება რიგგარეშე არჩევნები და ეს შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, იმისდა მიხედვით, თუ ვინ არის უკმაყოფილო. ხალხის არჩევანი სხვა არის; ხალხს არ უნდა ასეთი პროცესების განვითარება, რასაკვირველია, ჩვენ ამომრჩეველი ხალხის ნებას უნდა მივყვეთ, პარლამენტი კანონიერადაც და მორალურადაც აბსოლუტურად გამართულად დაიწყებს მოქმედებას უახლოეს პერიოდში”, – აცხადებს ვოლსკი.