გიორგი ვოლსკი: ქუჩაში გადაჭრით, მანქანების შეჩერების მცდელობით, ამ ხულიგნობით, აგრესიით ცდილობენ, ყურადღება მიიპყრონ

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის საცხოვრებელ სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

„ქუჩაში გადაჭრით, მანქანების შეჩერების მცდელობით, ამ ხულიგნობით, აგრესიით ცდილობენ, ყურადღება მიიპყრონ. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს არაფერი არ ეშველებათ არც ახლა და არც მომავალში. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფის ყველაზე აქტიური წარმომადგენლების ნამოქმედარი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები