ირაკლი ქადაგიშვილი: არიან პოლიტიკური წრეები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს მიმართ მენტორული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ და ეს ხშირად შეურაცხყოფაში გადასდით ქვეყნისა და ხალხის მიმართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები თვლიან, რომ საქართველოს მიმართ მენტორული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ.

ქადაგიშვილის აზრით, ეს ხშირად შეურაცხყოფაში გადასდით ქვეყნისა და ხალხის მიმართ.

“რა მნიშვნელობა აქვს, ჟიგიმანტას პავილიონისი თანამდებობაზე იქნება თუ არა. არიან პოლიტიკური წრეები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს მიმართ მენტორული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ და ეს ხშირად შეურაცხყოფაში გადასდით ქვეყნისა და ხალხის მიმართ. ცდილობენ, რომ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე საკუთარი ქმედებები შენიღბონ, მაგრამ შინაარსობრივად ეს პირდაპირ პოლიტიკური ინტერესის მატარებელია. მათ საქართველოში გარკვეული ძალების მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ. აქედან გამომდინარე, თავს უფლებას აძლევენ, რომ საქართველოს პოლიტიკურ, შიდა თუ საგარეო საქმეებში ჩაერიონ. ჟიგიმანტას პავილიონისი სადაც არ უნდა იყოს, მის ნაცვლად სხვა მოიძებნება. საქართველოსთან ურთიერთობა პარტნიორული უნდა იყოს და არა 21-ე საუკუნის ნეოკოლონიალიზმის ახალი ნიმუშები“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები