“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ გამართულ აქციას ეხმაურება.
„ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ვისაც ესმის, რომ საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი გალაშქრება არის ერთადერთი მიზნისთვის დაგეგმილი, რომ როგორმე სათავეში დაბრუნდნენ იგივე დამნაშავეები, რომლებიც საქართველოს ნგრევის პროცესში ჩართავენ. ეს სწორედ შედეგია იმისა, რაც ბათუმის უნივერსიტეტში მოხდა. აბსოლუტურად გარეშე პირები შემოდიან და სტუდენტების სახელით ცდილობენ დესტრუქციული პროცესების განვითარებას“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არჩევნების შედეგების გაუქმებას და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ.