არაჯანსაღი კონკურენციის გამო, ევროკავშირმა META 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირმა კომპანია META, Facebook-ზე არაჯანსაღი კონკურენციის გამო, 800 მილიონამდე ევროთი დააჯარიმა,- ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ Facebook Marketplace-ის შეტყობინებების დაფა არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის, რის გამოც სხვა მსგავსი პლატფორმები ზარალდებიან.

ევროკომისიის ხანგრძლივმა გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიამ თავისი დომინანტური პოზიცია ბოროტად გამოიყენა და ანტიკონკურენტულ ქმედებებს ახორციელებდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა სოციალური მედიის კომპანია META კონკურენციის კანონის დარღვევისთვის დააჯარიმა.

“META”-მ განაცხადა, რომ შეასრულებს კომისიის ბრძანებას, შეწყვიტოს შეურაცხმყოფელი ქცევა და არ გაიმეოროს იგი, მაგრამ ასევე დააანონსა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები