ზაალ ანჯაფარიძე „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველზე: სავარაუდოა, რომ დაემორჩილნენ პარტიის დირექტივებს და თავიანთი ხმებით გახარიას და ხაზარაძის პარტიებს ბარიერის გადალახვაში დაეხმარნენ
„გადასცა თუ არა ნაცმოძრაობამ საკუთარი ამომრჩევლის ხმების ნაწილი მათ სატელიტებს – ხაზარაძის და გახარიას პარტიებს? შევეცადოთ მშრალი ციფრებით და ფაქტოლოგიით გავერკვეთ, მოხდა ეს თუ არა”, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
,,ცოტა ხნით დავუბრუნდეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სადაც მხოლოდ ნაცმოძმა 27.18% მიიღო. ხოლო ნაცმოძიდან გამოყოფილმა პარტიებმა ევროპულმა საქართველომ -3,79%, ჭიჭე ვაშაძის პარტიამ-3,15%, ხოლო ჯერ კიდევ ერთიანმა „გირჩმა“ -2,89%
მოვიდა 2024 წლის არჩევნები და ზემოთ ხსენებული პარტიები, თავიანთი ელექტორატით, გადანაწილდნენ ორიგინალ ნაცმოძრაობასა და მისი ასლის „კოალიცია ცვლილებებისათვის“ შორის. შესაბამისად, თეორიულად ორივე სუბიექტის ელექტორალური რესურსი ჯამურად უნდა ყოფილიყო დაახლოებით 37%.
სინამდვილეში! „ნაცმოძი-1“-მა მიიღო 10.17%, ხოლო „ნაცმოძი-2-მა“ 11.03% – სულ 21,2%(!!). ანუ სახეზეა დრამატული ელექტორალური ვარდნა ბოლო 12 წლის მანძილზე.
ისმის კითხვა: მართლაც ასეა საქმე? სად წავიდა კოლექტიური ნაცმოძის დანარჩენი ელექტორალური რესურსი? არ მივიდა არჩევნებზე? ნაკლებად სავარაუდოა მათი ელექტორალური ქცევიდან გამომდინარე.
უფრო სავარაუდოა, რომ როგორც საკმაოდ დისციპლინირებული ამომრჩეველი, დაემორჩილნენ პარტიის დირექტივებს, რომ „ახლა ასეა საჭირო“ და თავიანთი ხმებით გახარიას და ხაზარაძის პარტიებს ბარიერის გადალახვაში დაეხმარნენ. როგორც ზემოთ მოყვანილი კალკულაცია გვიჩვენებს, საამისოდ ნაცმოძს საკმარისად ჰქონდა ხმების რესურსი“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.