ისრაელის დარტყმებს 12 ლიბანელი მაშველი ემსხვერპლა, ხოლო სირიაში დაღუპულია 15 ადამიანი
ისრაელის საჰაერო დარტყმებს ლიბანის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბაალბეკის სამოქალაქო დაცვის ცენტრში, სულ მცირე, 12 ლიბანელი მაშველი ემსხვერპლა.
ლიბანის გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები 14 ნოემბერს, საღამოს, დანგრეული ნაგებობის ქვეშ დარჩენილი თავიანთი კოლეგების გადასარჩენად ნანგრევებს თხრიდნენ. დაჭრილია სამოქალაქო დაცვის ცენტრის, სულ მცირე, სამი თანამშრომელი.
მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, სირიის სახელმწიფო მედიამ განაცხადა, რომ ისრაელის იერიშებს დედაქალაქსა და მის გარშემო, სულ მცირე, 15 ადამიანი შეეწირა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ დაგმო ბარბაროსული თავდასხმა ლიბანის სახელმწიფო ჯანდაცვის ცენტრზე.
ისრაელის არმიას ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
მანამდე სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა, სულ მცირე, ორი საჰაერო თავდასხმა განახორციელა სირიაში, დამასკოსა და მის შემოგარენში, რასაც ემსხვერპლა, სულ მცირე, 15 ადამიანი, დაიჭრა კიდევ 16 პირი.