ესპანეთში ხანძარს ათი მოხუცის სიცოცხლე ემსხვერპლა

დღეს დილით, ჩრდილოეთ ესპანეთის ქალაქ ვილაფრანკა დელ ებროს მოხუცთა სახლში, ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 10 ხანდაზმული ადამიანი დაიღუპა,- ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა.

როგორც “როიტერი” წერს, ხანძარი გამთენიას გაჩნდა და მეხანძრეებს, დაახლოებით, ორი საათი დასჭირდათ მის ჩასაქრობად. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

ხანდაზმულთა სახლში 82 ბენეფიციარი ცხოვრობდა. ხანძრის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, ერთის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები