მაია ბითაძე: მივარდნებმა, ბულინგის ძალიან აქტიურმა კამპანიამ, საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რაც ოპოზიციამ არჩევნებზე დადო

“ქართული ოცნების” წევრი მაია ბითაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

„მივარდნებმა, ძალადობის პოლიტიკამ, ბულინგის ძალიან აქტიურმა კამპანიამ, სადაც არც ბავშვებს და არც ოჯახის წევრებს არ ინდობდნენ სხვადასხვა თანამდებობის პირისა თუ პოლიტიკოსისა, საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რაც ოპოზიციამ არჩევნებზე დადო. იმ მოცემულობაში, სადაც მათ ლანძღეს ყველა პოლიტიკოსი, ყველა სპორტსმენი, ყველა წარმატებული ადამიანი, რომელიც მათ რადიკალურ, ფაშისტურ მიდგომებს არ იზიარებდა, მოგვიტანა ჩვენ ეს შედეგი, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უპრეცედენტო გამარჯვება გვაჩვენა არჩევნებზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები