სოფო კილაძე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი ბიზნესის რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ჩვენ ვაძლევთ ბიზნესს საშუალებას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელებისათვის დამატებით ვადაში, 15 ნოემბრამდე გაიარონ რეგისტრაცია, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მან შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება უკვე მოვახდინა თავის კოლეგებთან ერთად.
“დღეს მოქმედი კანონით, ყველა პირი, რომელიც ახორციელებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია, არაუგვიანეს 2018 წლის 28 სექტემბრისა.
სამწუხაროდ, საწარმოთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის გავლისათვის იუსტიციის სახლს სწორედ ბოლო დღეს მიმართა. აღნიშნული დღე ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციის ბოლო დღეს დაემთხვა და იუსტიციის სახლის რესურსი არ აღმოჩნდა საკმარისი ამ რაოდენობის განაცხადების მისაღებად. თუმცა, ეს გარდამავალი პერიოდი ბიზნესს კანონისმიერი ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.
შესაბამისად, მოვუწოდებთ შესაბამისი ბიზნესის წარმომადგენლებს, დროულად მოახდინონ კანონისმიერი ვალდებულების შესრულება და დარეგისტრირდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინსპექტირებისას მათ მოუწევთ ჯარიმის გადახდა”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები