ირაკლი კობახიძე: არჩევნებს იგებს სალომე ზურაბიშვილი, ვაშაძე მეორე ადგილზეც ვერ გავა

საპრეზიდენტო არჩევნებს იგებს სალომე ზურაბიშვილი და რაც შეეხება ვაშაძეს, ის მეორე ადგილზეც ვერ გავა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“ყველა პარტია ატარებს თავის შიდა კვლევებს. ჩვენც გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები და ზუსტად ამ კვლევებზე დაყრდნობით ვაცხადებ, რომ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს, რაც არავისთვის არ არის სიურპრიზი. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, მან შეიძლება ამ არჩევნებში მეორე ადგილიც ვერ დაიკავოს. ეს არის რეალობა. ჩვენ არც ერთხელ არ გვიკადრებია საზოგადოებისთვის ჩვენი შიდა კვლევების გამოტანა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. ეს არის რეალური სურათი. სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს, რაც საზოგადოებასთვის არ არის გასაკვირი. ბოლოდროინდელი ტენდენციაა, რომ გრიგოლ ვაშაძე მეორე ადგილზეც ვერ გავიდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები