ალექსანდრე ჭიკაიძე: დარიალის ხეობაში დაკარგულად 7 ადამიანი ითვლება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, დარიალის ხეობაში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 7 ადამიანი დაკარგულად ითვლება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, დაკარგულებს შორის შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ამასთან, გუშინ დარიალის ხეობიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადმოყვანილი უკრაინის მოქალაქე გარდაიცვალა. დარიალის ხეობაში სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები