მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას თბილისობა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას თბილისობა მიულოცა. მთავრობის მეთაური რიყის პარკში იმყოფებოდა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, ყვავილების ფესტივალი – „შემოდგომის დღესასწაული”, კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, საბავშვო გასართობი პროგრამები, გასტრონომიული ფესტივალი და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა.
მამუკა ბახტაძე რიყის პარკში თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად იმყოფებოდა.
„თბილისობა 2018″ 6 და 7 ოქტომბერს იმართება. ღონისძიებები დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანზე, მეიდანზე და ლეღვთახევშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები