საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პლენარული სესიის ფარგლებში, დახურული პანელური დისკუსია გაიმართა

საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პლენარული სესიის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მოლდავეთის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარეებთან ერთად, დახურულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი კობახიძემ, ანდრიან კანდუმ და ანდრიი პარუბიმ ევროინტეგრაციის პროცესში სამი ქვეყნის ძალისხმევის კოორდინაციაზე, საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის დემოკრატიულ განვითარებასა და ამ პროცესში, პარლამენტების როლზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათთან გასამკლავებლად, სამმხრივი თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას, საზოგადოებების გაერთიანებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობასაც.

სპიკერთა მონაწილეობით გამართული დისკუსიით, სამი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო ასამბლეამ თბილისში მუშაობა დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები