კახა კალაძე: არასამთავრობოთა განცხადებები არ ასახავს საარჩევნო პერიოდში არსებულ პრობლემებს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ტენდენციურ განცხადებებს აკეთებენ, რაც რეალურად არ ასახავს პრობლემებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდშია. მისვე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათ არსებულ დარღვევებზე ისაუბრონ და ამ მიმართულებით გააქტიურდნენ.
„უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო ამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი შეფასება, რომელიც მოვისმინეთ ნიკა გვარამიას ფაშისტურ განცხადებაში, იყო სრულიად აღმაშფოთებელი და სამარცხვინო. საზოგადოებამ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდაცია, გავერთიანდეთ, რომ ასეთი ფაქტები არ დავუშვათ. ისინი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ ე.წ. საარჩევნო კამპანიის წარმართავს. ძირითადად, დაკავებული არიან იმით, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ ოპონენტებს, ცდილობენ, ჩაუშალონ ღონისძიებები. ეს ყველაფერი ცნობილი და ნათელია. დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ვაწვდით ყველა ამ ინფორმაციას. მნიშვნელოვანი იქნება, თუ არასამთავრობო სექტორი ამ მიმართულებით გააქტიურდება და ისაუბრებს დარღვევებზე, რომელებიც დღეს არსებობს, საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, – განაცხადა კახა კალაძემ.