სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
„ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიაზე, იმაზე, თუ როგორ ვითარდება თავისი უხამსი სიტყვებით და ძალიან აგრესიული ტონალობით. რაც გუშინ ვუთხარი ევროკავშირის ელჩებს – წარმოუდგენელია, რომ ზოგიერთი მედიაწარმომადგენელი თავს უფლებას აძლევს საარჩევნო კამპანიაში ჩაერიოს ასეთი აგრესიული ფორმით და ძალადობისა და მუქარის ტონით. ეს ყველაფერი მათთვისაც ძალიან გასაკვირია. ეს ევროპელებს არა მხოლოდ გაუკვირდათ, მე მგონი, უკვირთ და სწყინთ, რადგან საქართველოს არ აქვს ეს სურათი საზღვარგარეთ და სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს, იმ შემთხვევაში, როცა ეს არ არის პირდაპირ პარტიული არჩევნები და პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, მაინც ვაძლევთ ასეთ სურათს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები