სერგი კაპანაძე: საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას რუსეთიდან მომავალი საფრთხე გვაერთიანებს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ მოლდავეთის, საქართველოს, უკრაინის საინაუგურაციო საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას, განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები აერთიანებთ. მისივე თქმით, მიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ რუსეთის მისამართით საერთო პასუხი მოიპოვოს.
„თბილისში იმართება მოლდავეთის, საქართველოსა და უკრაინის საინაუგურაციო საპარლამენტო ასამბლეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რამდენადაც ამ სამ ქვეყანას ძალიან ბევრი საერთო აქვს, არამარტო ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე, იმ გამოწვევების კუთხით, რომელიც მომდინარეობს მათ შორის რუსეთიდან. ჩვენ ბევრი საერთო პრობლემა გვაქვს, მათ შორის, თუნდაც არაფორმალურ მმართველობასა და დემოკრატიასთან არსებული საკითხები. ამ შემთხვევაში, რაც ნამდვილად გვაერთიანებს, ეს არის რუსეთიდან მომავალი საფრთხე, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები და კონფლიქტები, რომელიც რუსეთის მიერაა ინსპირირებული, ასევე, მათი მხრიდან მომავალი პროპაგანდისტული საფრთხეები. ეს სრულიად მსგავსი გამოწვევაა სამივე ქვეყნისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად მოვიპოვოთ საერთო პასუხი რუსეთის მიმართ, რადგან რუსეთის მთავარი დასაყრდენი ამ ქვეყნებში ის პოლიტიკური ძალებია, რომლებიც რუსული პროპაგანდის მატარებლები არიან – არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები თუ სხვა ერთეულები, რომლებიც პირდაპირ ატარებენ რუსულ ინტერესებს“, – განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები