ილია II უკრაინის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ და უკრაინის რადას სპიკერმა, ანდრი პარუბმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან ერთად, უკრაინის რადას სპიკერი – ანდრი პარუბი და მისი თანმხლები პირები მიიღო. საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე უკრაინაში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
„აუცილებელია წინასწარი შეფასებებისგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება საეკლესიო კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია,” – განაცხადა მისმა უწმინდესობამ.
ანდრი პარუბმაც დასძინა, რომ გადაწყვეტილება კანონიკურ სამართალს უნდა ემყარებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები