უახლოეს დღეებში ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყება

    სურსათის ეროვნული სააგენტო საგაზაფხულო პროფილაქტიკური ვაქცინაციის კამპანიას აგრძელებს
სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით თურქულის პროფილაქტიკური ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ვაქცინირებულია მილიონზე მეტი (1 004 183) სული დაავადების ამთვისებელი პირუტყვი, მათ შორის 415 059 წვრილფეხა და 589 124 მსხვილფეხა პირუტყვი;
ჯილეხის პროფილაქტიკური ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ვაქცინირებულია 271 487 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველი, მათ შორის 129 408 მსხვილფეხა, 140 782 წვრილფეხა და 1 297 სული ცხენი;
უახლოეს დღეებში დაიწყება ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია, რომლის ფარგლებში ვაქცინირებული იქნება დაავადების ამთვისებელი (ძაღლი, კატა) 220 000 ცხოველი.
პარალელურად მაღალი რისკის ზონებში მიმდინარეობს ბრუცელოზზე კვლევა, ხოლო დაახლოებით 2 თვეში დაიწყება ბრუცელოზის დაავადებაზე ფონის შესწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რის შემდეგაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოზარდი მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია.
ივლისიდან აშშ-ის – საქართველოს „ერთობლივი ბიოლოგიური საფრთხის შემცირების“ პროგრამის(DTRA) ფარგლებში დაიწყება წვრილფეხა ცხოველზე სეროლოგიური და ტკიპების ვირუსმატარებლობაზე კვლევები. აღებული იქნება 1000-ზე მეტი სინჯი.
ამავე დროს, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას დროულად ჩაუტარონ ცხოველებს ინვაზიურ და ინფექციურ დაავადებებზე ის ღონისძიებები, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში არ შედის (ცხოველის დამუშავება გარეგან და შინაგან პარაზიტებზე, ვაქცინაცია ინფექციებზე, ცხოველთა სადგომების დეზინფექცია, დერატიზაცია და ა.შ.). მაგ. წვრილფეხა საქონელის: კლასიკურ ჭირზე, წითელ ქარზე, პასტერელოზზე და ა.შ., რაც დაიცავს ცხოველებს დაავადებებისგან.
მოსახლეობას უფასო კონსულტაციის მიღება შეუძლიათ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე – 2919167.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები