ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განცხადებას ავრცელებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა განცხადებით მიმართა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„ძვირფასო ვეტერანებო! 1992-1993 წლებში, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიების პროგრამის ფარგლებში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აგუძერას საავადმოფოს ეზოში არსებული სამარხის შესწავლას ახორციელებს. იქ დაკრძალული ადამიანების ნეშტების ამოცნობის ხელშეწყობის მიზნით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, თუკი ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას აღნიშნულ სამარხთან დაკავშირებით. ნებისმიერი, თუნდაც მცირე ინფორმაცია, შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ჩვენთვის მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ამ ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში. ჩვენ არ ვასაჯაროებთ წყაროს პირად მონაცემებს. წინასწარ გიხდით მადლობას თანადგომისათვის. პატივისცემით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები