ანა გომესი: უსამართლოდ მიმაჩნია, როცა ასეთი დონის უნივერსიტეტს პრობლემები ექმნება

„პროცესები, რომელიც შავი ზღვის უნივერსიტეტის ირგვლივ ვითარდება, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას“, – აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტარმა ანა გომესმა გააკეთა. ის სასწავლებელში განვითარებული მოვლენების გამო თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა და შავი ზღვის უნივერსიტეტს ეწვია.
”ეს პროცესი საფრთხეს უქმნის უნივერსიტეტის არსებობას და ავტონომიას. მოთხოვნები უცნაურად მეჩვენება და ვფიქრობ რომ, არის უნივერსიტეტის მფლობელობაზე გავლენის მოხდენის სქემის ნაწილი. არამხოლოდ გარე ზეწოლის კუთხე არსებობს თურქეთის მხრიდან, არამედ, არსებობენ შიდა ძალებიც, რომლებიც შექმნილი სიტუაციით სარგებლობენ და ცდილობენ კონტროლი დაამყარონ უნივერსიტეტზე. ხალხი, რომლებიც სხედან ოფისებში, ცდილობენ საკუთარი თანამდებობის გამოყენებას – რაც ძალიან შემაშფოთებელია.
ევროპარლამენტში განვიხილავთ ანგარიშს საქართველოზე და იქ არის ნახსენები ეს კონკრეტული საქმე. გვინდა ხელისუფლებამ არ დაუშვას, რომ ვინმემ საკუთარი თანამდებობა ბოროტად არ გამოყენოს. მათ უნდა შეაწყვეტინონ ზეწოლა“,- განაცხადა ანა გომესმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები