თამარ ჩუგოშვილი: შემოწირულობა ყველა ქვეყანაში ლეგიტიმურია

ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის ფორმით ვმონაწილეობთ, შემომწირველებს მოვუწოდეთ, შემოწირულობა „ქართული ოცნების” ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილის ფონდში გაეკეთებინათ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყველა პარტია შემოწირულობებით არსებობს, რაც ნებისმიერ ქვეყანაში ლეგიტიმურია, მათ შორის, საქართველოშიც.
„რა პრობლემას ხედავთ, ვერ ვხვდები. მგონი, პრობლემა სხვა რამეა. პრობლემაა ის, რა განცხადებებსაც სხვადასხვა ტელევიზიის ხელმძღვანელებისგან ვისმენთ. ე.წ. ჰარასმენტის განცდას მიჩენს მხარდაჭერების მიმართ და ამ პრობლემას აქ უფრო ვხედავ, რადგან ჩვენს მხარდამჭერებს ღიად მოვუწოდეთ და ვუთხარით, რომ თანხა ზურაბიშვილის ფონდში შეეწირათ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები