„საჭიროა, ყველამ იცოდეს, როგორ იქცევა ერთ-ერთი ტელეარხის გენერალური დირექტორი საარჩევნო კამპანიის დროს”

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებს შეხვდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი წინასაარჩევნო გარემოს შეეხო.
„ყველაფერი აინტერესებდათ. მივეცი სრული და დეტალური ინფორმაცია იმ საბჭოთა სტილის კამპანიის შესახებ, რომელიც პირადად, პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ ვითარდება და რომელიც უკვე ყველა ზომას და ზღვარს გადასცდა. წავუკითხე თქვენი გენერალური დირექტორის დღევანდელი პოსტი, რომელიც ძალიან საინტერესოა, და რომელიც არის პირდაპირ მუქარა ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მე რამენაირად დამეხმარება. საჭიროა, რომ ყველამ იცოდეს და მეც გავავრცელო, თუ რას ფიქრობს ერთ-ერთი ჩვენი ტელეარხის გენერალური დირექტორი და როგორ იქცევა საარჩევნო კამპანიის დროს”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დახურულ კარს მიღმა შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები