გიორგი ფანგანმა ECRB-ის მე-40 საიუბილეო შეხვედრა გახსნა

სემეკის წევრმა, ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოს (ECRB) პრეზიდენტმა გიორგი ფანგანმა, ECRB-ის მე-40 საიუბილეო შეხვედრა გახსნა. გიორგი ფანგანმა შეხვედრაზე დეტალურად მიმოიხილა მარეგულირებელი საბჭოს მუშაობის შედეგები და რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის როლი ენერგეტიკაში. ECRB-ის 40-ე საიუბილეო შეხვედრა საბერძნეთში, ქ. ათენში მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან წევრი მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენლები.
ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭო (ECRB) ენერგეტიკული გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმას.
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ისტორიაში პირველად, გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს (ECRB) ქართველი პრეზიდენტი ჰყავს. სემეკის წევრი გიორგი ფანგანი საბჭოს 2 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები