მინისტრი საგარეჯოში ქარხნების დახურვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ეს იყო მანიპულირებული და დადგმული პროცესი, როდესაც გარკვეულმა ტელევიზიებმა საგარეჯოში ყურძნის ჩაბარების საკითხი გააშუქეს” – ამ განცხადებით გამოეხმაურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ქარხნები მევენახეებისგან ყურძნის მიღებას არ აპირებენ.
„მივიდნენ მაშინ, როცა ქარხნებს შესვენების დრო ჰქონდათ. ქარხნები მუშაობენ და ჩაბარების კუთხით პრობლემა არ არსებობს. რთველი , რომელიც უკვე დასასრულისკენ მიდის, კახეთის რეგიონში უპრეცენდენტოდ წარმატებით გრძელდება”- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
უწყების პირველი პირი წლევანდელ მოსავალს რეკორდულს უწოდებს და ამის მაგალითად ინდუსტრიულად გადამუშავებული მოსავალი მოჰყავს.
„200 ათას ტონაზე მეტი ყურძენი ინდუსტრიულად გადამუშავდა, ეს აბსოლუტურად რეკორდია, ვინაიდან რაც აღგვირიცხავს ისტორიაში, ამდენი არ გადაგვიმუშავებია. 300 მილიონ ლარზე მეტი მოსახლეობამ თანხის სახით მიიღო, შესაბამისად, თანხის კუთხითაც ეს არის მაქსიმალური, რაც მოსახლეობას ოდესმე მიუღია.
მოსახლეობის ნაწილი ელოდება ფასების მატებას და ღია ბაზრებზე რეალიზაციას და არა ქარხნებში ჩაბარებას . რა წუთსაც წარმოიშვა მოთხოვნა კომპანიებმა განაახლებს მიღების პროცესი. “- განაცხადა imedinews-თან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
დღეს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთში, კერძოდ კი საგარეჯოში რამდენიმე ქარხანა დაიხურა და ყურძნის ჩაბარებაზე უარს ამბობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები