“საგარეჯოში ვისაუბრე იმ დიდ წარმატებაზე, რასაც წარმოადგენს ქართული მეღვინეობა”

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს, სალომე ზურაბიშვილი კახეთის რეგიონში საგარეჯოში, გურჯაანში და ყვარელში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.
„ძალიან თბილი, სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრები გვაქვს. დღეს, საგარეჯოში ვისაუბრე იმ ძალიან დიდ წარმატებაზე, რასაც წარმოადგენს ქართული მეღვინეობა, რომელიც ამდენი წელია ვითარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სამაგალითო სხვა რეგიონისთვის თუ როგორ შეიძლება იყოს აღორძინებული რომელიმე დარგი და წარმატებული თუნდაც საზღვარგარეთ. ასევე, ვისაუბრეთ კულტურის თემაზე. აქ არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი თეატრი, რომელსაც ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა და მე ამის პრეზიდენტი ვიქნები, როგორც ბევრი სხვა უფლებების დამცველი, მაგრამ ეს კულტურა არის ის, რაც ჩვენთვის არის ბევრად მეტი, ეს არის ჩვენი ღერძი, ჩვენი იდენტობა და უნდა მივხედოთ კიდევ უფრო აქტიურად“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეხვედრას კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები