ქსნის ხეობის ოკუპირებული ტერიტორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია განხორციელდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა ქსნის ხეობის ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია. გამოვლინდა 32 სოფლის ყოფისა და კულტურის ამსახველი მასალა:
ცხავატური მეთუნეობა;
ხის დამუშავების ხალხური წესები (ხეზე ჭრა, წვნა);
ხალხური ფეიქრობა;
ულამი (უსასყიდლო შრომითი ურთიერთდახმარების ტრადიცია);
ქართული ხალხური დღეობები ქსნის ხეობაში (ზემო წელი);
ლუდის დუღების ხალხური ტექნოლოგია ქსნის ხეობაში;
სამეურნეო ნაგებობების (ფურნე, თონე, ბაკი, ბერა, ბოსელი) აშენება-მოწყობის პრაქტიკული ცოდნა;
მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული ცოდნა;
მეხილეობა-მებოსტნეობასთან დაკავშირებული ხალხური გამოცდილება, მყნობის წესები;
არყის გამოხდის წესები;
გარეული მეხილეობის ტრადიცია;
პროდუქტების დამზადებისა და შენახვის ხალხური გამოცდილება;
ტრადიციული საკვები;
ხალხური სამედიცინო ცოდნა;
სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებული ხალხური რწმენა-წარმოდგენები;
ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები.