91 წლის ასაკში კინომცოდნე და კინორეჟისორი, პროფესორი გიორგი (გოგი) დოლიძე გარდაიცვალა

კინორეჟისორი გიორგი (გოგი) დოლიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს და  მწუხარებას გამოთქვამს კინომცოდნის, კინოკრიტიკოსის, ლიტერატორის, უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგის, პროფესორის გარდაცვალების გამო.
„უნივერსიტეტი უდიდესი გულისტკივილით უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, სტუდენტებსა და კოლეგებს.
გოგი დოლიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის.
პანაშვიდები: 7 და 8 ნოემბერს, გამოსვენება: 9 ნოემბერს, 14:00 საათზე. მისამართი: ბუდაპეშტის ქ. №10″, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები