ელენე რაქვიაშვილის სოლო გამოფენა გაიხსნება
14 ნოემბერს, 19 საათზე, სასტუმრო Artizan Design Hotel-ში გაიხსნება ელენე რაქვიაშვილის სოლო გამოფენა სახელწოდებით: “The Dose That Kills and Heals”.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა 4 დეკემბრამდე გაგრძელდება და მისი კურატორი SLCT Gallery და Beyond Gallery-ია.
ელენე რაქვიაშვილი მედეას ისტორიას გარდაქმნის ფერად ფორმებად და ყვავილებად. მისი ნამუშევრები გვიჩვენებს თუ რამდენად მყიფეა ზღვარი შხამსა და წამალს, განკურნებასა და ტკივილს შორის.
მისამართი: იაკობ ნიკოლაძის ქუჩა 14.